Binance-ს ტაილანდის მარეგულირებელთან პრობლემები აქვს

0
1007

Binance-ი, სავაჭრო მოცულობით ნომერ პირველი კრიპტოვალუტის ბირჟა მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან კვლავ დარტმის ქვეშაა.

ამჯერად ბირჟას ტაილანდის ფასიანი ქაღალდები კომისია, კაიმანის კუნძულების მონატარული ორგანო უჩივის. ტაილანდის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ სააგენტომ შეიტანა სისხლის სამართლის საჩივარი Binance-ის წინააღმდეგ. ამის შემდეგ დაიწყო სისხლის სამართლის პროცედურა და გამოძიება, სავარაუდოდ, ციფრული ვალუტის ბიზნესის ლიცენზიის გარეშე მუშაობისთვის.

”ამ გზით, Binance-ი, შეიძლება ითქვას, რომ ინვესტორებს აიძულებს, გამოიყენონ სერვისები, როგორც ვებსაიტის საშუალებით, ასევე Facebook– ის გვერდის დახმარებით”, – აღნიშნა ტაილანდის მარეგულირებელმა.

მარეგულირებლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის ბირჟას გამაფრთხილებელი წერილი უკვე გაუგზავნეს. მარეგულირებელი წერილობით ითხოვდა შეკითხვებზე პასუხის მიღებას, მაგრამ კრიპტო ბირჟამ ვერ მოახერხა პასუხის გაგზავნა მითითებულ ვადაში.

Binance-ის ფილიალები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია “დარტყმის” ქვეშ, მათ შორის კანადაში, იაპონიასა და აშშ-ში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი