ჩინეთის ციფრული იუანი განვითარებას განაგრძობს

0
1225

ჩინეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ბანკის ციფრული ვალუტა უზრუნველყოფს სარეზერვო მსხვილ საცალო მომსახურებას, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა AliPay-ი და WeChat Pay-ი.

ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, მუ ჩანგჩუნმა განაცხადა, რომ ჩინეთის ციფრული იუანი საჭიროა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ონლაინ სადისკუსიო პანელზე გამოსვლისას, მუ ჩანგჩუნმა აღნიშნა:

”თუ მათ ფინანსურად ან ტექნიკურად რაიმე პრობლემა შეექმნებათ, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ჩინეთის ფინანსურ სტაბილურობაზე. საცალო გადახდის სისტემის სარეზერვო უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურმა ბანკმა უნდა გააძლიეროს და უზრუნველყოს თავისი ციფრული ვალუტის სერვისი”.

მუ ჩანგჩუნის უკანასკნელი შენიშვნები ჩინეთში კერძო სექტორის მიერ მონოპოლისტური პრაქტიკის წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ფონზე ხდება, რადგან Ant Group-ი და Tencent-ი დომინირებენ ქვეყნის ციფრული გადახდის ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ Alipay-ი და Tencent-ის WeChat Pay-ი ჩინეთში მობილური გადახდების ბაზრის 98%-ს წარმოადგენენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი