ჩინეთის ერთ-ერთი პორტი Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

0
1240

ჩინეთის უმსხვილესი საპორტო ოპერატორი ელექტრონული კომერციის გიგანტს, Ant Financial-ს შეუერთდა, რათა საპორტო ინდუსტრიაში Blockchain ტექნოლოგიის ადაპტირება გააძლიეროს.

ჩინეთის უმსხვილესმა საპორტო ოპერატორმა, China Merchants Port- მა 28 მაისს მიაღწია შეთანხმებას ელექტრონული კომერციის გიგანტთან, Alibaba Group- თან და მისი შვილობილ კომპანია Ant Financial-თან. ეს გარიგება კომპანიებს საშუალებას მისცემს Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა შეიქმნას, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის გარიგებას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პლატფორმა საშუალებას მისცემს მყიდველებს, გამყიდველებს, ლოჯისტიკურ კომპანიებს, ბანკებს, საბაჟო და საგადასახადო მოხელეებს განახორციელონ უკონტაქტო ციფრული ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციები.

კომპანიები ხელს შეუწყობენ ნავსადგურის ინდუსტრიაში Blockchain ტექნოლოგიის სიღრმისეულ ინტეგრაციას. მათი მიზანია გახდეს ერთ-ერთი პირველი Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული პორტი, ღია თანამშრომლობის ქსელით.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ჩინეთის ჰაინანის პროვინციაში მიმდინარეობს საპილოტე პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი