Deutsche Bank–ის ყოფილი ხელმძღვანელი: ბიტკოინის ფასის მოძრაობას გეოპოლიტიკური ფაქტორები განსაზღვრავს

0
1357

“ბიტკოინი არის ფარული გეოპოლიტიკური დაძაბულობის წამყვანი ინდიკატორი”,- ეს განცხადება Deutsche Bank–ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გააკეთა.

პეტერ ჩირმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასების მოძრაობები შესაძლოა, იყოს პოტენციური სიგნალი იმისა, თუ რა ხდება კულისებში, მაგალითად ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე.

პეტერ ჩირი თავის მოსაზრებებს განმარტავს ბიტკოინის ფასისა და ინდუსტრიაში მომხდარი მთავარი სიახლეების ფონზე. მას არგუმენდატ მოჰყავს თავისი წინა კვლევა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მაისში ბიტკოინის ფასი გაიზარდა.

კრიპტოვალუტის ფასის ზრდა კი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა. მაისში ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთთან სავაჭრო გარიგების საკითხებს გადახედავდა.

Deutsche Bank–ის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ცვლილება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ჰედლაინებთან.

ანალიტიკოსმა დაამატა, რომ ბიტკოინის კურსის შემცირებას უარყოფითი ჰედლაინებიც კი განსაზღვრავს. ამის არგუმენტად პეტერ ჩირს დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი Twitter-ის პოსტი მოჰყავს. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახალი ტარიფების გამო ჩინეთმა დაკარგა ხუთი მილიონი სამუშაო ადგილი და ორი მილიონი საწარმოო სამუშაო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი