Whitehall Capital-ი ამერიკული ბაზრის ათვისებას აგრძელებს

0
1016

ლონდონში დაფუძნებულმა სესხის პროვაიდერმა კომპანია Whitehall Capital-მა Securitize-თან გარიგება გააფართოვა.

Securitize-ი ამერიკულ ციფრული აქტივების და ფასიანი ქაღალდების ბაზარია.

განცხადების თანახმად, Whitehall-ის ინვესტორებს შეეძლებათ გამოიყენონ, იყიდონ და გაყიდონ ერთეულები Whitehall-ის ფონდში Securitize პლატფორმის მეშვეობით.

Securitize-ზე დარეგისტრირების შემდეგ, ინვესტორი დაინახავს თავის აქტივებს, როგორც ტოკენიზებულ ერთეულებს, საინვესტიციო ანგარიშების და სხვა ღირებული ინფორმაციის ჩათვლით.

მათ ასევე შეუძლიათ ერთეულებით ვაჭრობა სხვა ინვესტორებთან გარკვეული რაოდენობის ყიდვის ან გაყიდვის წინადადების გამოქვეყნებით.

Whitehall Capital-ის მმართველი პარტნიორის, ენტონი ბოდენშტეინის თქმით, Blockchain ტოკენებისგან, რომლებიც უზრუნველყოფილია ქონების აქტივებით ყოველწლიურად 8%-10%-იან შემოსავალს მიიღებენ.

„რადგან ამჟამად Whitehall Capital-ში ინვესტიციებისთვის მეორადი ბაზარი არ არსებობს, ჩვენ ვიმედოვენებთ, რომ ინვესტორები სწრაფად აუღებენ ალღოს ახალ შესაძლებლობებს, რასაც ჩვენი კომპანია სთავაზობს მათ და ასევე სწრაფად დაიწყებენ მის აქტიურ გამოყენებას”,- განაცხადა ენტონი ბოდენშტეინმა.

Securitize-ი პასუხისმგებელი იქნება ტოკენიზებული აქციების გამოშვებაზე, აქციონერებისთვის მიწოდებასა და Blockchain ტრანზაქციის აქტივობის თვალყურის დევნებაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი