Binance.US -ის გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩანპენ ჟაო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, რაც კრიპტოვალუტის სექტორისთვის მნიშვნელოვანია მომენტია.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟაო Binance.US-ს ტოვებს, როგორც მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და საკუთარი ხმის უფლება გადასცა მინდობილობის ხელშეკრულებით, რადგან მისი (ჟაოს) ინტერესი კომპანიის მიმართ არის “წმინდა ეკონომიკური” და ის აღარ ჩაერთვება კომპანიის მართვაში.
ამ გადაწყვეტილების საფუძველი მარეგულირებლის გამოძიებები და ბაზარზე გაურკვევლობის ფონია. Binance.US-მა, ასევე ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობას Binance.com-საგან და განაცხადა,რომ “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიზიარებთ ბრენდს და ტექნოლოგიებს, Binance.com-საგან დამოუკიდებლად ვმუშაობთ” .
Binance.US-მა კიდევ ერთხელ განმარტა მისი მარეგულირებელი სტატუსი და ამტკიცებს, რომ გასულ კვირას გამოცხადებული ანგარიშსწორება მათ შესახებ არაა და ამ ეტაპზე არ აქვთ რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი სააღსრულებო საკითხი DOJ-თან, FinCEN-თან, OFAC-თან ან CFTC-თან.
ჟაოს გადადგომის გადაწყვეტილება და Binance.US-ში მხოლოდ “ეკონომიკური” მიზნებით დარჩენა, კითხვებს აჩენს თუ რა მიზნები აქვს Binance.US მომავალში. კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელმძღვანელობას კვლავ ნორმანდ რიდი გააგრძელებს, ხოლო ჟაოს მადლობას უხდიან ხელმძღვანელობისთვის და რჩევებისთვის, რადგან კომპანიამ მისი დახმარებით შეძლო აშშ-ს ბაზარზე თავის დამკვიდრება.