კალიფორნიაში დაფუძნებული კანაფის სანერგე მეურნეობა Blockchain-ს გამოიყენებს

0
826

კალიფორნიაში დაფუძნებული კანაფის სანერგე მეურნეობა Blockchain-სა და “ჭკვიან კონტრაქტებზე” გადავიდა, რათა კანაფის სამკურნალო თვისებების ავთენტურობა დაადასტუროს.

კანაფის სანერგე მეურნეობა, რომელიც ცნობილია როგორც Mendocino Clone Company, EMTRI პროექტისა და ტექნიკური ფირმის Global Compliance-ის აპლიკანტების სიაში დაფიქსირდა, რომელიც განცხადების სახით წარმოადგინა კომპანიამ.

კანაფის კომპანია გამოიყენებს პროექტის Blockchain შესაძლებლობებს, რათა დაამტკიცოს ყველა კლონი (ჰიბრიდი) სერთიფიკატით.

კანაფის სანერგეები არის დაწესებულებები, რომლებიც მცენარეთა გენეტიკური კვლევის მიმართულებით არიან სპეციალიზირებულნი.

“ეს ნაბიჯი კომპანიას საშუალებას მისცემს მოახდინოს კანაფის ნორჩი ნერგების დოკუმენტირება, მისი ზრდის საწყის ეტაპზე, რათა გახდეს პრემიუმ პროდუქტი მომხმარებლებისთვის, მისი ყვავილობის გრამ წონაზე დაყრდნობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

სერიული სერტიფიკატი არის თვითშექმნილი ჭკვიანი კონტრაქტი თითოეული კლონის პარტიისთვის. ის თითოეულ ნორჩი მცენარეს აძლევს საკუთარ უნიკალურ იდენტიფიკაციურ ბლოკს, რომელიც შექმნილია მეურნეობის მიერ და დაკავშირებულია მის Ethereum-ზე დაფუძნებულ Blockchain.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი