ავსტრალიის მთავრობის გეგმა Blockchain სექტორის 5 მილიონით დაფინანსებას გულისხმობს

0
1216

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ფედერალური მთავრობის დღემდე არნახული რაოდენობის, ლეჯერ ტექნოლოგიების განვითარებისათვის განკუთვნილი, დაფინანსების შესახებ განაცხადა.

დაფინანსება 5 მილიონ დოლარს მოიცავს და 7 საფეხურისაგან შედგება.

აღნიშნული დაფინანსება ძირითადად გამიზნული იქნება ბიზნეს სექტორისათვის ხარჯების შესამცირებლად.

”გეგმა მხარს უჭერს ავსტრალიის ეკონომიკურ აღდგენას, მოძველებული მარეგულირებელი ბარიერების მოხსნით, მცირე ბიზნესის შესაძლებლობებისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის გაზრდით”,- აღნიშნა ქვეყნის პრემიერმინისტრმა.

”მთელ მსოფლიოში Blockchain მიღების დაჩქარებასთან ერთად, ეს დაფინანსება მისასალმებელია ავსტრალიის Blockchain ინდუსტრიისა და ჩვენი ადგილობრივი ექსპერტებისთვის”,- განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

გეგმის ფარგლებში, 480 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო სხვადასხვა ტექნოლოგიური ინიციატივისთვის, რომელიც ლეჯერ ტექნოლოგიებთან იქნება დაკავშირებული.

183 მილიონი დოლარი ახალი ციფრული პირადობის სისტემისკენ და 301 მილიონი დოლარი ერთიანი ბიზნესის რეესტრის შესაქმნელად არის განკუთვნილი. რეესტრის დახმარებით, ბიზნემენებს საშუალება ექნებათ სწრაფად მოიძიონ, განაახლონ და შეინახონ საკუთარი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ რომ, Blockchain Australia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

დანიშვნიდან მალევე ახალმა ხელმძღვანელმა, სტივ ველესმა განაცხადა, რომ ის სახელისუფლებო წრეებთანაც ითანამშრომლებდა, რათა ქვეყნის მთავრობას სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიის ადაპტირების საკითხებზე ემსჯელა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი