Binance-ის საქველმოქმედო ფონდი ქარიშხლისგან დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება

0
1345

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის საქველმოქმედო ფონდი ქარიშხალ ჰურკინ დორიანის მსხვერპლთათვის შემოწირულობას ციფრული ვალუტით მიიღებს.

აღნიშნული ქველმოქმედება ხელს შეუწყობს ქარიშხლის მსხვერპლთა საკვებითა და პირველადი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

კამპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ Binance-ი შემოწირულობას მიიღებს მხოლოდ სამი კრიპტოვალუტით: ბიტკოინით, Binance Coin-ითა და რიპლით. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ შემოწირულობის ოდენობა ჯერ მხოლოდ 5.852 აშშ დოლარს შეადგენს.

Binance Charity-ის თანახმად, შემოწირული თანხები Blockchain-ზე შეინახება, რაც პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის. გარდა იმისა, რომ ბირჟა საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს, Binance-ი მომხმარებლებს რეკომენდაციებსაც სთხოვს. საქმე ეხება მიღებული თანხების სწრაფ და ეფექტურ განაწილებას, რის შესახებაც ბირჟას კლიენტების აზრი აინტერესებს.

ამჟამად, ცნობილია, რომ 400.000 ადამიანს სურსათით სჭირდება დახმარება. ბოლო ინფორმაციის თანახმად, კი ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალს 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ქარიშხალმა შეერთებული შტატების სანაპიროები უკვე დატოვა და კანადისკენ გადაინაცვლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი