კემბრიჯის უნივერსიტეტი კრიპტოვალუტის კვლევით პროექტს იწყებს

0
961

კემბრიჯის უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს ზოგიერთ წამყვან საბანკო ინსტიტუტთან და კერძო კომპანიებთან, რათა ახალი პროექტი განავითაროს, რომელიც მიზნად ისახავს სწრაფად მზარდი ციფრული ვალუტების ინდუსტრიის კვლევას.

პროექტი, სახელწოდებით „კემბრიჯის ციფრული ვალუტების პროგრამა“ არის საჯარო და თანამშრომლობს 16 კერძო კომპანიასთან, მათ შორის ბანკებთან, საერთაშორისო ანგარიშსწორების ინოვაციების ცენტრებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდებთან.

პროექტში მონაწილეობს Goldman Sachs-ის ბანკი, ასევე ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Mastercard-ი და Visa, საბირჟო ვაჭრობის ფონდების ისეთი პროვაიდერი, როგორიცაა Invesco და ა.შ.

ჩამოთვლილთან ერთად სხვა მონაწილეები არიან British International Investment-ი, Dubai International Financial Center-ი, Ernst & Young, Fidelity, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი, ინტერამერიკული განვითარების ბანკი, ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი, MSCI და მსოფლიო ბანკი.

მისიის ფარგლებში პირველ ეტაპზე პროგრამა მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო დიალოგის შესაძლებლობას მომხმარებელს შესთავაზებს. საუბარი კრიპტოვალუტის მზარდ მიღებასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ შედგება.

პროგრამა ფოკუსირებული იქნება სამ ძირითად მიმართულებაზე. ესენია: კრიპტოვალუტის გარემოზე გავლენა, ინფრასტრუქტურა და ციფრული ვალუტები.

კრიპტოვალუტასთან ერთად პროგრამა ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებსაც შეეხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი