ილონ მასკის ყალბი YouTube არხი და კრიპტო თაღლითობა

0
283

ილონ მასკის ყალბი YouTube არხი და 165 ათასი დოლარის კრიპტო თაღლითობა

SpaceX-მა BitOK-ა ერთობლივი ძალისხმევით ახალი თაღლითური სქემა გამოავლინეს, რომელიც არაკანონიერი გზით იღებდა კრიპტოვალუტების შემოწირულებას. სქემა მოიცავდა Youtube არხზე ლაივ სტრიმს, რომელში გამოყენებული იყო ილონ მასკის გამოსახულება (Deep fake). ამ ეტაპზე ვიდეო უკვე წაშლილია.

რეპორტში ნათქვამია, რომ ლაივის დროს მომხმარებლებს QR კოდის დახმარებით ვებ.გვერდზე გადასვლას სთავაზობდნენ. ეს ვებ.გვერდი კი მომხმარებლებს სთავაზობდა აქციაში ჩართვას, რომლის პირობების მიხედვით, მომხმარებლებს მითითებულ მისამართზე უნდა გადაერიცხათ კრიპტოვალუტა, რის შემდეგაც კრიპტო საფულეზე მიიღებდნენ 200%-იან ანაზღაურებას.

ყალბმა SpaceX-ის Youtube არხმა, მცირე დროში, 180 000 გამომწერი მოიპოვა.

ზემოთ განხილული თაღლითობა გრძელი ჯაჭვის მხოლოდ ერთი ნაწილია.

ბლოკჩეინის ანალიზის ფირმა CertiK-ი იტყობინება, რომ მხოლოდ ოქტომბერში, $32.2 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა დაიკარგა მსგავსი კრიპტო თაღლითობის სქემებით. ნოემბერში კი ამ თანხამ 290 მილიონი დოლარი შეადგინა.

Coinet-იყიდე და გაყიდე კრიპტოვალუტა

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი