შვეიცარიის ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ბანკის მიერ ციფრული ვალუტის შექმნას სკეპტიკურად უყურებს

0
3275

შვეიცარიის ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ თუ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა შეიქმნება ეს ფინანსური სტაბილურობისთვის რისკის შემცველი იქნება.

ცენტრალური ბანკის სამწევრიანი მმართველი ორგანოს ერთ-ერთმა წევრმა, ანდრეა მეკლერი ლეჯერ ტექნოლოგიების (DLT) დისტრიბუციას Blockchain ტექნოლოგიასთან აიგივებს. Blockchain-ს აქვს შესაძლებლობა შეამციროს ხარჯები, გააუმჯობესოს სისტემა და იყოს უფრო გამჭვირვალე, რათა უსაფრთხოება და საერთაშორსო გადარიცხვები იყოს უზრუნველყოფილი.

თუმცა, ანდერა მეკლერმა ისიც აღნიშნა, რომ DLT ჯერ ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ანდრა მაკლერი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებითაც კრიტიკული შენიშვნებით გამოირჩევა. მისი მოსაზრებით, კრიპტოვალუტა ვალუტის წოდებისგან შორს არის.

“ცენტრალური ბანკის ციფრული ფული ფინანსური სტაბილურობისთვის გარკვეული რისკების შემცველია”,- განაცხადა ანდრეა მეკლერმა.

შეგახენებთ, რომ შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის ტექნოლოგიიის შვეიცარიაში დამკვიდრებას მიესალმებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი