ჩარლზ ჰოსკინსონი: ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდება

0
2230

ეთერიუმის თანადამფუძნებელი და Cardano-ს შექმნელი ჩარლზ ჰოსკინსონი აცხადებს, რომ ის ელოდება, თუ როდის დაუბრუნდება ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს.

“ტვიტერზე” გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ჩარლზ ჰოსკინსონმა მოუწოდა კრიპტოვალუტის საზოგადოებას, რომ ბიტკოინი უფრო მეტია ვიდრე სპეკულაციური აქტივი.

იმის გამო, რომ ბიტკოინი გაცილებით იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ციფრული აქტივი ჩარლზ ჰოსკინსონი ელოდება კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრ ცვლილებას.

”ბიტკოინის ფასი იკლებს? ეს განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. ჩვენ კვლავ ვნახავთ, რომ ბიტკოინის კურსი კვლავ 10.000 დოლარი იქნება. ზოგადად მიმაჩნია, რომ კრიპტოვალუტა არის მომავალის ვალუტა”,- განაცხადა ჩარლზ ჰოსკინსონმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი მკვეთრად არის შემცირებული. კრიპტოვალუტის კურსი 8.000 დოლარიდან 7.300 დოლარამდე შემცირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი