სამხრეთ კორეის საპარლამენტო ოპოზიცია კრიპტოვალუტის დაბეგვრის ამოქმედების გადავადებას ითხოვს

0
969

ოპოზიციონერი დეპუტატები კანონის ამოქმედების ერთწლიან გადადებას ითხოვენ.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციონერი დეპუტატები მხარს უჭერენ ქვეყანაში დაბეგვრის ერთი წლით გადავადებას.

როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეის კრიპტო საგადასახადო რეჟიმი, რომელიც 2.5 მილიონ კორეულ ვონზე 20%-ს შეადგენს, 2022 წელს ამოქმედდება.

გარდა ერთწლიანი შეფერხებისა, კანონმდებლები ასევე მოითხოვენ კრიპტოვალუტაზე გადასახადის დაკისრებას, რომელიც ფინანსური ინვესტიციების საშემოსავლო გადასახადის რეჟიმს შეესაბამება. ამ რეგულაციის ამოქმედება კი 2023 წელს იგეგმება.

საკანონმდებლო ინიციატივის ამოქმედების ნაცვლად კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ 20%–იანი მოგება 50–დან 300 მილიონ ვონამდე უნდა დაწესდეს, ხოლო 300 მილიონ ვონზე შესაძლებელია 25%-იანი მოგების გადასახადის დაწესება.

პარლამენტის წევრი, ჩო მიონგ-ჰე ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტის საგადასახადო რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ფინანსური საინვესტიციო საშემოსავლო გადასახადს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ნაციონალური ასამბლეის წევრი და ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ნო ვუნგ-რაე კრიპტოვალუტის დაბეგვრის შესახებ კანონის ამოქმედების გადავადებას 2023 წლამდე ითხოვდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი