Berkshire Hathaway-ს კონგლომერატის ვიცე-თავმჯდომარე ბიტკოინის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი

0
1073

ინვესტორი და Berkshire Hathaway-ს კონგლომერატის ვიცე-თავმჯდომარე, ჩარლი მანჯერი ბიტკოინის მიმართ თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

„მე მძულს ბიტკოინის პოპულარობა საზოგადოებაში და არ მივესალმები მას, როგორც ვალუტას, რომელიც ასე ეხმარება გამტაცებლებს, თაღლითებს, გამომძალველებს და ა.შ.“ – განაცხადა ჩარლი მანჯერმა.

Berkshire Hathaway- ის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე მან ინვესტორთა შეკითხვებს უპასუხა.

მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტმა თქვა, რომ იგი განზრახ თავს არიდებს კითხვას, არის თუ არა კრიპტოვალუტა “უსარგებლო ოქრო”, მანჯერის პასუხი მკაფიოდ ნეგატიური იყო.

”არც მე მომწონს ის ფატი, რომ საზოგადეობაში მოხვეჭილი პოპულარობის ხარჯზე, ვიღაც თავის მილიარდებს ჰაერიდან, კიდევ, მილარდებს ამატებს”,-აღნიშნა Berkshire Hathaway-ს კონგლომერატის ვიცე-თავმჯდომარემ.

თავად Berkshire Hathaway-ს გენერალური დირექტორი, უორენ ბაფეტი მსუბუქად შეეხო საკითხს და განაცხადა, რომ ურჩევნია შეინარჩუნოს მდუმარე პოზიცია, რადგან არსებობენ ერთეული პიროვნებები, ვინც მართლა სარგებლობს აღნიშნული ნოვაციით და ცდილობს ციფრული ვალუტის სასიკეთოდ გამოყენებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი