კრიპტობირჟა Bitstamp-ი შვეიცარულ ბანკთან ითანამშრომლებს

0
1498

ევროპულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Bitstamp-მა შვეიცარულ ინტერნეტ ბანკთან Dukascopy-სთან პარტნიორობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

Bitstamp-ი მხარს დაუჭერს Dukascopy ბანკით ბიტკოინის საბანკო ოპერაციებს. ბანკის დახმარებით კლიენტებს შეეძლებათ ბიტკოინის ყიდვა და გაყიდვა შვეიცარიის ბაზარზე.

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს ფული ბიტკოინის სახით ონლაინ საფულეში. Bitstamp-ი მიიჩნევს, რომ ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტისა და ტრადიციულ საფინანსო სფეროს შორის არსებული პრობლემების მოგვარებას.

2018 წლის ოქტომბერში Bitstamp-მა შეიძინა ბელგიაში დაფუძნებული საინვესტიციო ფირმა NXMH, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის სამხრეთ კორეის მედია კონგლომერატის NXC კორპორაციას. ამ ინვესტიციის განხორციელებიდან ცოტა ხანში Bitstamp-მა განაცხადა, რომ კომპანია “გლობალურ ექსპანსიას” აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთმა შვეიცარული ბანკმა, Falcon Private Bank-მა, ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს მხარი დაუჭირა. იანვრის მონაცემებით, ბანკის ანგარიში ოთხი ციფრული ვალუტისთვის არის განკუთვნილი. ესენია: ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაიტკოინი და ბიტკოინ Cash-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი