იაპონიაში გამოკითხულთა 14% კრიპტოვალუტის მფლობელია

0
2851

იაპონიაში 25-დან 30 წლამდე დასაქმებული ადამიანების გამოკითვის შედეგად დადგინდა, რომ მონაწილეთა 14% კრიპტოვალუტის მფლობელია.

2018 წლის იანვრიდან მარტამდე 4.734 ადამიანი მონაწილეობდა Shin R25 მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც ციფრულ ვალუტას ეხებოდა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მეოთხედზე მეტმა ადამიანმა ცხოვრების მანძილზე პირველი ინვესტიცია კრიპტოვალუტაში განახორციელა.

გამოკითხულიდან 92% განაცხადა, რომ კრიპტობაზარზე ინვესტიციების განსახორცილებლად დაიწყეს საქმიანობა. 37.4% აღნიშნა, რომ ვაჭრობა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ კრიპტოვალუტა უკვე ტრენდად არის ქცეული, ხოლო 19.9% განაცხადა, რომ მედია-რეკომენდაციების გამო დაინტერესდა კრიპტოვალუტით.

რესპონდენტების 34.5%-ზე ნაკლებმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტაში 50.000 იენს ფლობენ.

გამოკითხულთა მხოლოდ 10.2% ფლობს კრიპტოვალუტაში 1 მილიონ იენს ან მეტს.

როგორც გაირკვა, რესპონდენტების უმრავლესობამ, 24.3%-მა კრიპტოვალუტა 2017 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე შეიძინა, ხოლო 15% კრიპტოვალუტა მაშინ იყიდა, როდესაც 2018 წელს ფასი მკვეთრად დაეცა.

კითხვაზე როგორია მათი სამომავლო გეგმები კრიპტოვალუტის ინვესტიციების შესახებ, 47.1% აცხადებს, რომ მომავალში აქტიურ ინვესტირებას გეგმავს, ხოლო 35.4% კრიპტოვალუტაში ინვესტირებას აღარ აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი