უკრაინის საარჩევნო კომისიის წევრმა რამდენიმე დღის წინ Facebook პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მუშაობა მიმდინარეობდა NEM-ის Blockchain პილოტზე, რათა არჩევნებში ეს ტექნოლოგია ნელ-ნელა დაინერგოს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელმწიფო რეესტრის ხელმძღვანელი ოლექსანდრ სტელმაკი კმაყოფილი დარჩა ტექნოლოგიის მიმდინარე ტესტირების პროცესით და დაწერა, რომ საარჩევნო სისტემაში Blockchain-ის დატესტვას აგრძელებენ.
სტელმაკმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კენჭისყრა ღიაა და მასში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ვირჯინიის შტატის ხელისუფლებაში მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ ნოემბრის ფედერლური არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფმა ჯარიკაცებმა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლონ ხმის მიცემა.
დასავლეთ ვირჯინიის შტატის მმართველმა, მაკ ვორნერმა CNN-ს განუცხადა, რომ დარწმუნებულია აპლიკაციის დაცულობის მაღალ ხარისხში. ვორნერმა ისიც აღნიშნა, რომ ტექნოლოგია უკვე დაიტესტა და უსაფრთხოების სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.
მაიკლ ქუინმა, ვორნერის შტაბის ხელმძღვანელმა CNN-ს განუცხადა, რომ საბოლოოდ დასავლეთ ვირჯინიის მოსახლეობამ უნდა მიიღოს გადაწყვტილება ტექნოლოგიის არჩევნებში გამოყენების შესახებ. ქუინმა ისიც აღნიშნა, რომ ჯარისკაცებს საშუალება ექნებათ აირჩიონ თუ რა ფორმით მისცემენ ხმას: იქნება ეს ქაღალდის ბიულეტენი თუ უპირატესობას ტექნოლოგიას მიანიჭებენ.