სინგაპურის მარეგულირებელი ცენტრალურ ბანკის სისტემაში Blockchain-ის დანერგვას მიესალმება

0
1405

სინგაპურის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი უსაფრთხო საერთაშორისო გადარიცხვები უზრუნველყოს.

მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2016 წელს პოლიტიკოსებს არ ესმოდათ ამ ტექნოლოგიის მნიშვნელობა. ახლა კი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა ტექნოლოგია სწორედ შეაფასოს.

მარეგულირებელი რამდენიმე კუთხით მუშაობს, მათ შორის არის ბანკის საფინანსო სისტემაში Blockchain-ის დანერგვა. მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელმა ისიც გაიხსენა, რომ კანადის და სინგაპურის ცენტრალურმა ბანკებმა Blockchain-ზე დაფუძნებული საერთაშორისო გადარიცხვის სისტემა წარმატებით დატესტეს.

“ცენტრალური ბანკის Blockcahin პროექტების შემდგომი ტალღა იქნება პროგრესული ნაბიჯი. ეს რთული სამუშაოა და ჩვენ მივესალმებით სხვა ცენტრალური ბანკების მიერ მონაწილეობას ამ გლობალურ თანამშრომლობაში”,-ნათქვამი იყო ბანკების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტს პარტნიორობას JPMorgan-ი და გიგანტური საბუღალტრო კომპანია Accenture-ი უწევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კრიპტოვალუტით გადარიცხვების სისტემის შემოღება ბანკების მიერ გატარებული განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგიების პროექტების ნაწილია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი