დამსაქმებელმა დასაქმებულს კრიპტოვალუტაში გადაუხადა, შემდეგ კი თანხა უკან მოითხოვა

0
970

დამსაქმებელმა დასაქმებულს კრიპტოვალუტაში გადაუხადა, მაგრამ ციფრული ვალუტის ფასის ზრდის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ბიზნესის განვითარების სპეციალისტი ამტკიცებს, რომ კომპანიას, რომელიც მას კრიპტოვალუტის გამოყენებით უნაზღაურებდა საკონტრაქტო სამუშაოს, ახლა სურს გაზრდილი ფასის გამო თანხის ნაწილის უკან დაბრუნება.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამშრომელმა 2020 წლის აგვისტოში მიიღო თანხა საკონტრაქტო სამუშაოზე კრიპტოვალუტით, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის ნიშნულის ფასი 700%-ით გაიზარდა.

ამის შემდეგ აღმასრულებელმა დირექტორმა ელ.ფოსტით წერილი გაგზავნა და მოითხოვა, რომ დასაქმებულს დაებრუნებინა ციფრული ვალუტა, რადგან კომპანიისთვის დაქირავებულ თანამშრომელს შემოსავალი უკვე აღარ მოჰქონდა. ამასთანავე, მანამდე, კრიპტოვალუტით გადარიცხული თანხა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ დოლარის ანაზღაურებას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, უკვე ყოფილი დაქირავებული თანამშრომელი თანხის დაბრუნებას არ აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი