Bitcoin Trust-ს კონკურენტი გამოუჩნდა

0
1185

ბიტკოინის ბაზარზე კიდევ ერთი კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინის საფულეებზე სანდო წვდომას სთავაზობს. აქამდე ამ ფუნქციას Bitcoin Trust-ი ასრულებდა. ახალი Ospray trust-ი კი ცდილობს მას კონკურენცია გაუწიოს.

“Osprey Bitcoin Trust-ი უზრუნველყოფს მარტივ წვდომას ბიტკოინზე 0.49%-ის საფასურით. ეს ყველაზე დაბალი ღირებულების გადაწყვეტაა მიმდინარე ბაზარზე.”- ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე.

Osprey არის სუბიექტი, რომელიც აშენებს ციფრული აქტივების გადაწყვეტილებებს ინვესტორებისთვის. აღსანიშნავია რომ, 14 თებერვლის შემდეგ კომპანია სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას.

მიუხედავად იმისა, რომ Grayscale-ის Bitcoin Trust-ი პოპულარობას ინარჩუნებს 2020 წელს Ethereum Trust–ში შეინიშნებოდა წმინდა შემოდინების მკვეთრი ზრდა.

მესამე კვარტალში, Grayscale Ethereum Trust– ში ყოველკვირეული შემოდინება საშუალოდ 15,6 მილიონი დოლარი იყო. უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდა Bitcoin Trust–ში, რაც კვირაში საშუალოდ 55,3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Grayscale-ი ბიტკოინის უდიდეს მოთამაშედ კვლავ რჩება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი