Opera უკვე Desktop-ის ბრაუზერისთვის კრიპტოვალუტის საფულეს ქმნის

0
2484

ვებ-ბრაუზერი Opera კრიპტოვალუტის საფულეს Desktop-ის ბრაუზერისთვის დაამატებს.

ამის შესახებ ვებ-ბრაუზერის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანია მომხმარებელს უკვე სთავაზობს კრიპტოვალუტის საფულის მობილურ ვერსიას, რომელიც ივლისის დასაწყისში დაინერგა. უნდა აღინიშნოს, რომ Opera დიდ ინტერესს იჩენს კრიპტოვალუტის მიმართ, ხოლო თავის მხრივ, კრიპტოვალუტის საზოგადოება დადებითად ეხმიანება ვებ-ბრაუზერის მიერ კრიპტოვალუტის საფულის დანერგვას.

საფულე შეძლებს განახორციელოს ოპერაციები თითის ანაბეჭდების გამოყენებით, რაც უსაფრთოების სისტემას უფრო მეტად სანდოს გახდის.

არსებული ანდროიდ კრიპტოვალუტის საფულე არის მომხმარებლის მიერ კონტროლირებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაღები ინახება მომხმარებელთან და არა ცენტრალიზებულ სერვერზე.

კომპანიის კრიპტოსავალუტო ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირი ჩარლზ ჰამელი პროდუქტის უპირატესობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ბრაუზერის ინტეგრაცია კრიპტოვალუტის სივრცეში წარმოადგენს შემდგომ ნაბიჯს ციფრული ვალუტისა და ვებ-ბრაუზერის უფრო მეტად დაახლოებისთვის.

შეგახსენებთ, რომ Opera-ს ვებ და მობილური ბრაუზერები უზრუნველყოფილია მაღალი უსაფრთოების ხარისხის პროგრამით, რომელიც მომხმარებელს ჰაკერების თავდასხმისგან მაქსიმალურად იცავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი