აშშ-ს სახაზინო მდივანი კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობილია

0
1299

ჯო ბაიდენი გუნდის წარდგენას განაგრძობს.

ამჯერად ბაიდენი ჯანეტ იელენს ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვას ანდობს. ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას ვიცეპრეზიდენტი იყო. შესაბამისად, ის კარგად იცნობს თეთრ სახლთან და სამინისტროებთან დააკავშირებულ პირებს.

ჯანეტ იელენიც ძველი კადრია. ის ფედერალური სარეზერვო საბჭოს თავჯდომარის პოსტს იკავებდა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში.

ბაიდენის გუნდი Wall Street Journal–ის თანახმად ჯანეტს სახაზინო მდივნის თანამდებობას სთავაზობს. იელენი თანამდებობებზე 2014 წლიდან არის დანიშნული და აქვს საკმარისი ეკონომიკური გამოცდილება ახალი თანამდებობის დასაკავებლად. ასევე მისი ხედვა ემთხვევა ბაიდენის გუნდის ხედვას და შეთავაზებაც ამით იყო გამოწვეული.

გამომდინარე იქიდან, რომ ობამას პერიოდში კრიპტოვალუტა არც თუ სახარბიელო მდგომარობაში იყო ჯანეტ იელენი უარყოფდა ციფრული ვალუტის შესაძლებლობებს.

თუმცა სარეზერვო ხაზინის პოლიტიკა მას შემდეგ მკვეთრად შეიცვალა. ახლა ჯანეტ იელენი აქტიურად უჭეენ მხარს ციფრულ ვალუტას.

მოსალოდნელია, რომ ამ პოლიტიკას ჯანეტ იელენი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც გააგრძელებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი