თურქეთში Dogecoin-ის მაინინგის თაღლითობის ფაქტი დაფიქსირდა

0
1006

თურქული მედია იუწყება, რომ სამართალდამცავი ორგანოები Dogecoin-ის მაინინგის სავარაუდო თაღლითობის საქმეს იძიებენ.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ გამოავლინა სქემის ეჭვმიტანილი ონლაინ ოპერატორი “Turgut V”.

პოლიცია მიიჩნევს, რომ “Turgut V”-მ და მისმა 11-მა თანამოაზრემ მოახერხეს 350 მილიონამდე Dogecoin-ის მოპოვება მანამ, სანამ გაუჩინარდებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავარმა ეჭვმიტანილმა ინვესტიციის განხორციელება თურქეთის 1,500 მოქალაქისგან ითხოვა, რაც Dogecoin–ის მოპოვების ოპერაციას აადვილებდა.

თაღლითები კი ინვესტორებს 100%-იან ანაზღაურებას 40 დღეში ჰპირდებოდნენ.

არაკანონიერი ოპერაცია შეუფერხებლად მიმდინარეობდა პირველი სამი თვის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორები ანაზღაურებას დაპირებისამებრ იღებდნენ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სქემის მთლიანმა ღირებულებამ 350 მილიონ Dogecoin-ს მიაღწია, მეოთხე თვეში თაღლითებმა ფული მიითვისეს და ონლაინ სივრციდან გაუჩინარდნენ.

სტამბოლის მთავარი პროკურატურა ახლა აწარმოებს მიმდინარე გამოძიებას “Turgut V”-სა და მისი 11 თანამოაზრის გამოსავლენად და დასაკავებლად.

ამასთანავე, ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომელიც თაღლითებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი