ტიმ დრეიპერი: ინდოეთში კრიპტო სფეროს განვითარების შანსი აქვს

0
1415

ბიტკოინის ფასის დაცემის ფონზე ტიმ დრეიპერს ინდოეთის კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებით გეგმები აქვს.

22 მარტს ტიმ დრეიპერმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, კრიპტო კომპანიების ფინანსური მომსახურების მიწოდების აკრძალვისთან დაკავშირებით, კრიპტო სექტორზე ცუდად იმოქმედებს.

Inc42-სთან ინტერვიუს დროს ტექ-ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ინდოეთში მოგზაურობის დროს ის შეხვდა რამდენიმე ციფრული ვალუტის სექტორის სტარტაპის წარმომადგენელს და აღნიშნა, რომ ინდოეთს კრიპტო სექტორის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

სტარტაპის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ტიმ დრეიპერმა განაცხადა, რომ იმედი აქვს ინდოეთის მთავრობის კეთილგონიერების, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში სფეროს განვითარება და სტარტაპების ფინანსური მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში ტიმ დრეიპერი ინდოეთის მთავრობას აკრიტიკებდა და გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა.

გასული წლის ივლისში ინდოეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის აკრძალვას განიხილავდა.

“ინდოეთის მთავრობამ აკრძალა ბიტკოინი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყანაში”,- დაწერა ტიპ დრეიპერმა Twitter-ზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი