ანალიტიკოსები: ბიტკოინის კურსმა შესაძლოა, 8.566 დოლარის დონეს მიაღწიოს

0
1405

ბიტკოინის კურსი ბოლო რამდენიმე დღეა საგრძნობლად გაზრდილია. თუმცა ახლა ჩნდება კითხვა მოახერხებს თუ არა ბიტკოინი ფასის კიდევ უფრო გაზრდას, თუ კურსი ისევ 6.900 დოლარის დონეზე შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინმა ფასის გაზრდა მოახერხა მოსალოდნელი დონე 8.566 დოლარია. კურსის მომატებისთვის ბიტკოინმა რამდენიმე წინაღობა უნდა გადალახოს. პირველი წინააღმდეგობა ბიტკოინს 7.198 დოლარზე შეხვდება, მომდევნო 7.504 დოლარზე.

თუკი, კრიპტოვალუტამ ფასის მატება ვერ შეძლო მაშინ მოსალოდნელია, რომ კურსი 5.900 დოლარამდე დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფასის ზრდას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი საკმაოდ მერყევია. თუკი რამდენიმე დღის უკან ეთერიუმის ფასი 290 დოლარს ასცდა, იმისი ალაბათობაც დიდი იყო, რომ კრიპტოვალუტის კურსს 300 დოლარისთვის მიეღწია.

თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამ ეტაპისთვის, ეთერიუმის კურსი 285 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ეთერიუმის ფასის ზრდას დაელოდონ და მხოლოდ ამ შემთხვევაში განახორციელონ ინვესტიცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი