მალტის პრემიერი: კრიპტოვალუტა ფულის გარდაუვალი მომავალია

0
2103

მალტის პრემიერ-მინისტრმა, ჯოზეფ მასკატმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ფულის გარდაუვალი მომავალია და Blockchain ტექნოლოგიას შეუძლია უფრო გამჭვირვალე საფინანსო სისტემა შექმნას.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“Blockchain-ი კრიპტოვალუტას ფულის გარდაუვალი მომავალად აქცევს, მაგრამ ლეჯერი ტექნოლოგიებს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ”-, აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლეჯერ ტექნოლოგიები, რომელთა ერთი სახე არის Blockchain ტექნოლოგია გარდაქმნის პოლიტიკურ, სამოქალაქო და კორპორატიულ სისტემებს.

“ჩვენთან ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზა იყო მალტის “Blockchain კუნძულად გამოცხადება”, – თქვა ჯოზეფ მასკატმა.

პრემიერი ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ Blockchain-ის დახმარებით პაციენტებს აქვთ თავიანთი სამედიცინო ჩანაწერების უტყუარობის დადასტურება. ამასთანავე, ჯოსებ მასკატმა აღნიშნა, რომ Blockchain ტექნოლოგიით ქველმოქმედების და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა არის მეტად მოსახერხებელი.

თუმცა, მიუხედავად ასეთი კეთილგანწყობისა მალტის პრემიერ-მინისტრმა მაინც აღიარა გარკვეული წინააღმდეგობები, რომელთაც ახალი ტექნოლოგიები შეიძლება შეხვდეს.

“არსებობს გამოწვევები ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს გამოწვევები არის გადასაჭრელი, მაგრამ გადაჭრის გზები ტექნოლოგიისთვის კარის მიხურვით არ გამოიძებნება”,- აღნიშნა მალტის პრემიერ-მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი