ქემერონ უინკლევოსი Gemini-ის ევროპულ საბჭოს ტოვებს

0
796

კრიპტოვალუტის ბირჟა Gemini-ის თანადამფუძნებელმა ქემერონ უინკლევოსმა, კომპანიისავე მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, ევროპული ფილიალის დირექტორთა საბჭორს წევრის სტატუსი შეიჩერა და თანამდებობა დატოვა.

განცხადებაში, რომელიც ლონდონის პრესას მიაწოდა კომპანიამ, ნათქვამია, რომ კამერონი თავის ტყუპ ძმასთან ტაილერთან ერთად გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

კომპანიაში სხვა თანამდებებრივი ცვლილებებიც განხორციელდა. ჯილიან ლინჩი, Gemini-ის ხელმძღვანელი ირლანდიასა და ევროპაში, საბჭოში ბლერ ჰალიდეის ადგილს დაიკავებს. ბლერი კი, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაერთანებული სამეფოს ფილიალის გენერალური დირექტორი იყო Gemini-ს კომპანიის სახელით, კონკურენტ ბირჟა Kraken-ში გადავიდა სამუშაოდ.

ივლისში, Gemini-მ განაცხადა ირლანდიის ცენტრალური ბანკის მიერ რეგისტრაციის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული რეგისტრაცია საშუალებას აძლევს კომპანიას გამოუშვას ელექტრონული ფულის ერთეული საზოგადოებისათვის.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ქვეყნის საქონლის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ Gemini-ის წინააღმდეგ სარჩეილი შეიტანა. მას 2017 წელს ცრუ ანგარიშების გახსნასა და ასევე ცრუ განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებდა.

შესაბამისად, კომპანია მას შემდეგ შტატებში აქტიური მუშაობისგან თავს იკავებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი