Binance Uganda–ს დახურვის შემდეგ Binance P2P აფრიკაში პოპულარული ხდება

0
1226

Binance Uganda დაიხურა, მაგრამ ბირჟა კონტინენტზე პოზიციებს არ თმობს.

ოქტომბერში, როდესაც Binance-მა შვილობილი კომპანია უგანდაში დახურა კომპანიის მესვეურებმა იფიქრეს, რომ ეს კომპანიის დასასრული იქნებოდა.

დახურვის მიზეზი კრიპტოვალუტის ბირჟის არაპოპულარობა და გლობალურ ბაზარზე თავის ვერ დამკვიდრება იყო. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ამ შეფასებას არ ეთანხმება.

მსოფლიოს მეორე ყველაზე დასახლებულ კონტინენტზე ქსელი სწრაფად გავრცელდა და საკმაოდ პოპულარობაც მოიხვეჭა. მიუხედავად მისი უარყოფისა გლობალურ ბაზარზე, Binance-მა P2P პროტოკოლი შეიმუშავა.

ეს იქნება სავაჭრო ობიექტებისათვსის ფინანსური ხელშეწყობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც იმუშავებს რეგიონში საკმაოდ პოპულარული peer-to-peer პრინციპით. Binance P2P– ს გადამუშავებული აქვს 280 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ადგილობრივი აფრიკის ვალუტით.

Binance-ი ასევე ამტკიცებს, რომ პროგრამა საშუალებას აძლევს ადგილობრივ ვაჭრებს ნიგერიაში, კენიაში, სამხრეთ აფრიკაში, ეგვიპტესა და მაროკოში დღეში 30–დან 350 დოლარამდე გამოიმუშავონ.

Binance ასევე აცხადებს, რომ Binance P2P-ით უფრო ადვილია კრიპტო სავაჭრო ოპერაციის განხორციელება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი