ინვესტორი მარკ ლესრი: ბიტკოინის კურსი 40.000 დოლარამდე გაიზრდება

0
3058

ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიპტო სფეროს გარდა, გლობალური ეკონომიკის სფეროსთვის ბიტკოინი მნიშვნელოვან განსახილველ საკითხად იქცა.

Avenue Capital Group-ის თანადამფუძნებელმა მარკ ლესრიმ CNBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ბიტკოინის კურსი 40.000 დოლარამდე გაიზრდება.

ინტერვიუს დროს მარკ ლესრიმ განმარტა, რომ ბიტკოინი სხვა კრიპტოვალუტებისთვის მთავარი მოტივატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი იზრდება ბიტკოინის ფასი შესაბამისად, იზრდება დანარჩენი კრიპტოვალუტების კურსიც.

უნდა აღინიშნოს, რომ მარკ ლესრის პროგნოზი დაემთხვა ბიტკონის ფასის მოულოდნელ ზრდას. 17 ივლისს კრიპტოვალუტამ მოახერხა და 7.400 დოლარის დონემდე გაზარდა კურსი.

ამ ეტაპისთვის ბიტკოინის ფასის გაზრდის მოტივად დასახელებულია საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის მიერ საჯაროდ გამოხატული დაინტერესება კრიპტოვალუტით.

აღსანიშნავია, რომ მარკ ლესრის პროგნოზი ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით ტიმ დრეიპერის პროგნოზთან შედარებით, ოდნავ, მოკრძალებულად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ ტექ-ინვესტორი ტიმ დრეიპერი 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასის ზრდას 250.000 დოლარამდე პროგნოზირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი