დუბაი კრიპტოვალუტის ახალ მარეგულირებელ სისტემაზე მუშაობს

0
1145

დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუბაის ფინანსური მარეგულირებელი ცდილობს წარმოადგინოს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ორი საკონსულტაციო დოკუმენტი. დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნას, როგორც 2021 წლის ბიზნეს გეგმის ნაწილი.

კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო აპირებს ახალი წესების მიღებას 2021 წლის მეორე და მესამე კვარტლებში.

ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, მომავალი მარეგულირებელი სისტემა კიდევ უფრო გააფართოებს მონიტორინგს ციფრული აქტივების ემიტენტების და მასთან დაკავშირებული სავაჭრო პლატფორმების შესახებ. სისტემა მოიცავს ციფრული აქტივების ისეთ ტიპებს, როგორიცაა: ფასიანი ქაღალდები და კრიპტოვალუტები.

უნდა აღინიშნოს რომ, დუბაი ციფრული ვალუტისა და Blockchain კომპანიების განვითარებისთვის მიმზიდველი ქალაქია. მაგალითად, 2020 წლის ნოემბერში რიპლიმ ოფიციალურად განაცხადა დუბაიში ოფისის გახსნის შესახებ.

შეგახსენებთ რომ, დუბაიმ კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის რეგულაციის სისტემა 2018 წელს შემოიღო. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დუბაის სამთავრობო სტრუქტურებში Blockchain ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი