ტაილანდში ICO პროექტების ლიცენზირებაზე მოთხოვნა გაზრდილია

0
2023

ტაილანდის ფასიანი ქაღალდების კომისია აცხადებს, რომ ქვეყანაში პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) ლიცენზირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი გაზრდილია.

ეს კი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა შესამჩნევი, რაც ფინანსთა სამინისტრომ ICO-ს რეგულაციისთვის ახალი წესები შემოიღო.

კომისიის გენერალურმა მდივანმა რაპი საკარიტაკალმა Bangkok Post-ს განუცხადა, რომ თითქმის 50 ICO პროექტი გამოთქვამდა ინტერესს ოფიციალური ლიცენზირებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რამდენი მათგანის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

გენერალურმა მდივანმა დაამატა, რომ ლიცენზიის მისაღებად დაინტერესებული ხუთი ICO პროექტიდან სამს რეგისტრციისთვის უკვე შეტანილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ფასიანი ქაღალდების კომისიაში.

“მიმდინარეობს ლიცენზიის დამტკიცების პროცესი. ციფრული აქტივების ბირჟასთან დაკავშირებით ბევრი კომპანია აცხადებს, რომ ტაილანდურ ბაზარზე ვაჭრობს ციფრული აქტივებით და, რომ კრიპტოსავაჭრო საქმიანობა ქვეყანაში აქტიურად ვითარდება”, -განაცხადა ფასიანი ქაღალდების კომისიის გენერალურმა მდივანმა.

პროცედურის მიხედვით, ფასიანი ქაღალდეის კომისია განაცხადს 90 დღის ვადაში გადააგზავნის ფინანსთა სამინისტროში. ამის შემდეგ, სამინისტროს აქვს 60 დღე, რათა მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის დამტკიცების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ტაილანდის მარეგულირებლის მიერ კრიპტოვალუტის მიმართ დაწესებული რეგულაციები ნაკლებად ზღუდავს ციფრულ ვალუტას და უფრო მეტად მის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ამასთანავე, ტაილანდის ცენტრალური ბანკი ადგილობრივი ბანკების შვილობილ კომპანიებს ნებს რთავს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები განახორციელონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი