ანალიტიკოსების პროგნოზი: ბიტკოინ Cash-ის კურსი შესაძლოა, 900 დოლარამდე გაიზარდოს

0
1398

როგორც წესი, ბიტკოინის კურსის ცვლილებები გარკვეულ ბიძგს აძლევს დანარჩენ კრიპტოვალუტებს. გამონაკლისი არც მიმდინარე კვირაა.

ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ის კურსი 770 დოლარს შეადგენს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუკი კრიპტოვალუტა ფასის ზრდას განაგრძობს მაშინ მოსალოდნელი კურსი 880-დან 934 დოლარამდე იმერყევებს. თუმცა, თუ ბიტკოინ Cash-ის კურსი კლების ტენდენციას აჩვენებს მაშინ მოსალოდნელი ფასი 670-სა და 745 დოლარს შორის იმოძრავებს. ანალიტიკოსები კი ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 740 დოლარის ნიშნულზე შეაჩერონ ვაჭრობა.

ბოლო ათი დღის განმავლობაში რიპლის კურსი 0.43 დოლარსა და 0.47 დოლარს შორის მერყეობს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომდევნო ფასის მაჩვენებლები 0.42-სა და 0.51 ფასის ნიშნულებს შორის იმოძრავებს. ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობას იქამდე არ ურჩევენ, სანამ რიპლის ფასი, ოდნავ მაინც, არ გახდება სტაბილური.

რაც შეეხება კარდანოს, მოსალოდნელი ფასი 0.15 დოლარია. კურსი ძირითადად 0.12-სა და 0.14 დოლარს შორის იმოძრავებს. კრიპტოვალუტის ფასის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდება მაშინ, როდესაც ციფრული ვალუტის კურსი 0.18 დოლარამდე გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი