ანალიტიკოსების პროგნოზი: შესაძლოა, ბიტკოინ Cash-ის კურსმა 537-დან 619 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს

0
1871

ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ი 610 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი კრიპტოვალუტამ ფასის მომატება ვერ შეძლო მაშინ შემდეგი სამიზნე 537 დოლარი იქნება, ხოლო თუ ეს ზღვარიც დაარღვია მაშინ კრიპტოვალუტა შესაძლოა 400 დოლარის დონეზეც კი დაეცეს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსი 537-დან 619 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. ტრეიდერებს კი ურჩევენ, რომ ვაჭრობა არ იჩქარონ, ფასის ზრდას დაელოდონ და შემდეგ უკვე პოზიციები ხანგრძლივად შეინარჩუნონ.

9 აგვისტოს მონაცემებით, ლაიტკოინის ღირებულება 63 დოლარს შეადგენდა. 6 აგვისტოს კრიპტოვალუტას 74 დოლარის დონე ეჭირა, თუმცა ამის შემდეგ კურსის შემცირება დაიწყო.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კლების შემთხვევაში ლაიტკოინის დონე 57 დოლარის ნიშნულამდე შემცირდება. ასევე მოსალოდნელია ფასებმა 48-დან 52 დოლარის შუალედში იმერყეოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ სანამ ხანგრძლივ პოზიციებს დაიკავებდნენ იქამდე ფასის ბოლომდე შემცირებას უნდა დაელოდონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი