დარენ სოტო Blockchain ტექნოლოგიის განვითარების მომხრეა

0
1174

ახალი კანონპროექტი, H.R.9067, რომელიც ფლორიდის მეცხრე ოლქის დემოკრატმა წარმომადგნენელმა, დარენ სოტომ დააფინანსა, მიზნად ისახავს ოფისის შექმნას, რომელიც კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს Blockchain ტექნოლოგიის ფედერალურ პროგრამებს.

31 დეკემბრის მდგომარეობით, კანონპროექტი გადაეცა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა პროექტის სპონსორი მიუთითებს Blockchain ტექნოლოგიაზე მომუშავე სხვადასხვა პროგრამაზე.

ბოლო თვეების განმავლობაში დარენ სოტომ დაადასტურა, რომ იგი მომხრეა, როგორც კრიპტოვალუტის, რომელსაც ის იღებს კამპანიის შემოწირულობებისთვის, ასევე ზოგადად Blockchain ტექნოლოგიის განვითარების.

ახალი ამბების შემდეგ, რომ შეერთებულმა შტატების საფოსტო სამსახურმა შეიტანა პატენტი Blockchain-ზე დაფუძნებული ფოსტით ხმის მიცემის სისტემისთვის, Blockchain Caucus-ის თანათავმჯდომარემ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტექნოლოგია უახლოეს მომავალში იქნება გამოყენებული.

”რა თქმა უნდა, მისი გამოყენება ძალიან მალე, მომდევნო რამდენიმე საარჩევნო ციკლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი”,-განაცხადა Blockchain Caucus-ის თანათავმჯდომარემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი