ავსტრიის მთავარობამ Blockchain-ზე დაფუძნებული პროექტი დააფინანსა

0
1080

ავსტრიის მთავრობამ A-Trust’s QualiSig–ის პროექტი დააფინანსა, რათა კომპანიამ უსაფრთხო კრიზისული კომუნიკაცია მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ურზუნველყოს.

პროექტი 60.000 ევროთი დაფინანსდა.

ავსტრიის მთავრობამ მხარი დაუჭირა ახალ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ სამეცნიერო პროექტს, რომლის მიზანია კრიზისის დროს უსაფრთხო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

დაახლოებით ერთი წლის წინ ავსტრიის ციფრული და ეკონომიკური საკითხების მინისტრმა, მარგარეტ შრამბოეკმა განაცხადა, რომ Blockchain-თან დაკავშირებით რეგულირება ქვეყანას არ სჭირდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მარგარეტ შრამბოეკი ავსტრიის ფიქსირებული და მობილური ქსელის ოპერატორი A1 Telekom-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

Blockchain-თან მიმართებაში შესაბამისი რეგულაციების განვითარებაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპას აქვს ძლიერი სურვილი ამ ტექნოლოგიების რეგულაციის.

თუმცა, ამასთანავე, აღნიშნა ისიც, რომ იმ ქვეყნების რიცხვში, რომელიც Blockchain-ის განვითარებას ხელს უწყობს ევროპის ქვეყნები არ შედის.

შეგახსენებთ, რომ მარგარეტ შრამბოეკი მხარს უჭერდა Blockchain-ის რეგულირებას. თუმცა, როგორც ჩანს, მან პოზიცია შეიცვალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი