Web3 ტიპის კომპანიამ 20 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა

    Microsoft-ი, Avalanche-ი და Polygon-ი Web3 ავტომატიზაციის სტარტაპის 20 მილიონი დოლარის დაფინანსებას შეუერთდებიან.

    Web3 მონაცემთა კომპანია Space and Time-ს, Blockchain კომპანია Chainlink-ს თავისი სტარტაპ პროგრამის მეშვეობით პროექტს უჭერს მხარს.

    Web3 და ტექნიკური კომპანიები მონაწილეობდნენ მონაცემთა პლატფორმის Space and Time-ის დაფინანსების რაუნდში, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური მონაცემთა ბაზების გარდაქმნას მონაცემთა საიმედო წყაროებად, რომლებიც აღჭურვილია “ჭკვიანი კონტრაქტებით”.

    Space and Time-მა აღნიშნა, რომ მან ინვესტორებისაგან 20 მილიონი დოლარის ოდენობის სტრატეგიული დაფინანსება მოიზიდა.

    ინვესტორების მრავალფეროვან სიაში ასევე მოხვდენ Framework Ventures-ი, HashKey, Foresight Ventures-ი, SevenX Ventures-ი, Stratos-ი, Hash CIB-ი, Coin DCX-ი და სხვა Web3 პლატფორმების წარმომადგენლები.

    ნეიტ ჰოლიდეიმ, Space and Time-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გამოხატა თავისი აღფრთოვანება Microsoft-ის მხრიდან მხარდაჭერის გამო.

    Holiday-ის თქმით, ის თავის პარტნიორებთან ერთად დეცენტრალიზებული აპლიკაციებსია და საწარმოებისათვის მონაცემთა ეკოსისტემის ასაშენებლად იმუშავებს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *