“ტაილანდის საფონდო ბირჟა (SET) განიხილავს ახალი ციფრული ვალუტის ბირჟის დაარსებას, რომელიც ინტეგრირებულია კრიპტოვალუტის ბაზართან”,- განაცხადა პრეზიდენტმა პაკორნ პიეტავაჩაიმ.
SET-ი ელოდება საკუთარი ციფრული ვალუტების ბირჟის დაფუძნებას 2022 წელს და გეგმავს ისეთ შეთავაზებას, როგორიცაა საინვესტიციო და სასარგებლო ტოკენები.
მიუხედავად იმისა, რომ SET-ის მომავალი ციფრული ვალუტების ბირჟა პირდაპირ არ იქნება დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბაზრებთან პლატფორმა ბიტკოინს გამოიყენებს.
საფონდო ბირჟა კრიპტოვალუტის ბირჟასთან იქნება ინტეგრირებული, რაც ინვესტორებს საშუალებას მისცემს თავიანთი კრიპტოვალუტა გაყიდონ ნაღდ ფულზე.
„ინვესტირება ყოველთვის იყო ჩვენი ძლიერი მხარე და ჩვენ ახლა ვეძებთ გზას, კრიპტოვალუტის ბირჟა და სავალუტო ოპერაციები ერთმანეთს დავუკავშირიოთ, რასაც ჩვენს ციფრულ ვალუტებსა და ტრადიციულ აქტივებში ინვესტირებით გამოვხატავთ.
ამ ეტაპზე ეს იქნება ჩვენი ბიზნესის კეთების გზა. ვცდილობთ კრიპტოვალუტის ბაზართან მჭიდროდ დასაკავშირებლად ციფრული და ტრადიციული აქტივები ერთ სივრცეში მოვაქციოთ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.