ყაზახეთი მაინინგის უკანონო ოპერაციებს აჩერებს

0
884

ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოაჩინა და შეწყვიტა 13 კრიპტოვალუტის მაინინგის ოპერაცია.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გათიშვა ახლი რეგულაციების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ბიტკოინის მაინინგის სექტორს უკავშრდება.

ოფიციალური განცხადებით, მაინერები დიდი ოდენობის ენერგიას იყენებდნენ. ჯამური ენერგიის მოხმარება 202 მეგავატს შეადგენს.

უკანონო მაინინგის საქმიანობის აღმოჩენის შემდეგ უფლებამოსილი ორგანოები ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებენ.

ყაზახეთის მთავრობის განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, ჩინეთში კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვის შემდეგ ყაზახეთში მოხდა მაინერების მიგრაცია. ამან კი ყაზახეთის ელექტოენერგიის მოხმარების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.

2021 წლის ივნისში, ყაზახეთის პრეზიდენტმა საგდასახადო კანონი შეცვალა და მაინერებს გადასახადი დაუწესა, რაც ცალსახდ იყო გამოწვეული ჩინეთიდან მიგრირებული მაინერების დიდი რაოდენობით.

ჩინეთში მაინინგის აკრძალვის შემდეგ ყაზახეთში გადავიდნენ ისეთი მსხვილი კრიპტო მწარმოებლები, როგორიცაა Canaan-ი და BTC.com-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი