ინდოეთში კრიპტოვალუტით თაღლითობისთვის 60 წლის მამაკაცი დააკავეს

0
1219

ინდოეთის დედაქალაქში 60 წლის მამაკაცი დააპატიმრეს. დაკავების მიზეზი კრიპტოვალუტის თაღლითურ საქმიანობაში გამოყენებაა.

60 წლის მამაკაცს ბრალად ედება 340.000 დოლარის მითვისება.

პოლიცია ამტკიცებს, რომ დაკავებულმა ასობით ადამიანი დაარწმუნა, რომ ერთ-ერთ ბირჟაზე ინვესტიციის განხორციელების შედეგად ყოველთვიურად 20%–დან 30%–მდე მოგებას მიიღებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინდოეთში კრიპტო თაღლითობის პირველი შემთხვევა არ არის.

ჯერ კიდევ ზაფხულში ინდური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ინვესტორები კიბერდანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ.

ახალი ამბების თანახმად, თაღლითების სამიზნე მაღალი შემოსავლის მქონე პირები იყვნენ.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დარეგისტრირდებოდა კონკრეტულ ბირჟაზე და ვაჭრობას დაიწყებდა თაღლითები მომხმარებლის ფინანსებს ითვისებდნენ და უკვალოდ ქრებოდნენ.

Avalance Global Solutions-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მანან შაჰმა განაცხადა, რომ ინვესტორმა ერთ-ერთ ყალბ პლატფორმასთან ურთიერთობის დროს 50.000 დოლარი დაკარგა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი