ვაიომინგის შტატში კრიპტო ბანკი ოპერირებას იწყებს

0
1038

ვაიომინგის შტატის საბანკო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი Avanti-ს ბანკის წესდებას.

Avanti-ს განცხადების თანახმად, წესდების დამტკიცება საშუალებას მისცემს Avanti-ს, მართოს ახალი კრიპტო ბანკი, სახელწოდებით Avanti Bank & Trust-ი.

Avanti-ს წარმომადგენლების თქმით, ბანკი გეგმავს 2021 წლის დასაწყისში სრული დატვირთვით მუშაობას, მაგრამ შემოიფარგლება მხოლოდ მინიმალური ნაშთის ანგარიშებით. საცალო მომხმარებლებს ჯერ ლოდინი მოუწევთ.

”ვაიომინგის მარეგულირებელი ორგანოები ერთადერთი ბანკის მარეგულირებელია, რომლებსაც აქვთ სამეთვალყურეო და მარეგულირებელი ზედამხედველობის პროგრამა. ყველა სხვა სახელმწიფო ვალუტის კონტროლის ოფისი ჯერ არ არის მზად ზედამხედველობა გაუწიოს ბანკებს, რომლებიც ციფრული ვალუტის “აქტივობებში” მონაწილეობენ”,- განაცხადა ბანკის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთლინ ლონგმა.

შეგახსენებთ, რომ ვაიომინგის შტატმა კრიპტოვალუტის კლასიფიცირების საკითხზე კანონპროექტი ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში შეიმუშავა.

კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკებს უზრუნველყონ სექტორის თანმიმდევრული მომსახურეობა.

შემუშავებული კანონმდებლობა ასევე საშუალებას აძლებს ბანკებს კვალიფიცირებული კადრები აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ ბანკში იყვნენ წარმოდგენილნი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი