ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ფაბიო პანეტამ, განაცხადა, რომ შესაძლებელია, ციფრული ევრო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნას.
ირლანდიის ეროვნულ კოლეჯში გამოსვლისას, ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ 2023 წელს ECB-ს შეუძლია დაიწყოს გადაწყვეტილებების შემუშავება და ტესტირება ევროკავშირის წევრებისთვის ციფრული ევროს მიწოდების მიზნით. ამ ფაზას კი შესაძლოა სამი წელი დასჭირდეს.
პანეტამ ასევე კომენტარი გააკეთა კრიპტოვალუტების ბაზრის ბოლოდროინდელ ცვალებადობაზე.
ECB-ის ოფიციალური პირის თქმით, სტაბილკოინები, მათ შორის Tether-ი არ იყო რისკებისგან დაცული.
„კრიპტოვალუტების ბაზარზე ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ ილუზიაა იმის დაჯერება, რომ კერძო ინსტრუმენტებს შეუძლიათ ფულის როლი შეასრულონ მაშინ, როდესაც ისინი არ განიცდიან სახელმწიფო ფულთან ინტეგრაციას”,- განაცხადა ფაბიო პანეტამ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო პანეტამ აპრილში გამართულ IESE Business School Banking Initiative Conference on Technology and Finance-ზე ცენტრალური ბანკის მიმდინარე კვლევის მიმოხილვა წარმოადგინა.
მან ასევე განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების გამოშვება აუცილებელი გახდება.