კრიპტო პლატფორმამ 10 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხა

0
1078

ციფრული ვალუტის პლატფორმას, Wootrade-ს 10 მილიონი დოლარის დანაზოგი აქვს.

ინსტიტუციონალურმა სავაჭრო პლატფორმამ, Wootrade–მა 10 მილიონი დოლარი კერძო სექტორის დახმარებით დააგროვა. თანხა პლატფორმის გუნდის გაფართოებისთვის და სავაჭრო პროდუქტების წამოწყებისათვის იქნება გამოყენებული.

აღნიშნული მოგების მისაღებად პლატფორმას დაეხმარნენ Haskey Capital-ის, Three Arrows Capital-ისა და DeFi Capital-ის წარმომადგენლები.

შეგროვებული თანხები მოხმარდება Wootrade–ის სამომავლო პროექტებს.

Wootrade-ი 9 თვეში გეგმავს სრული სიმძლავრით ჩავებას და აცხადებს, რომ მისი ლიკვიდურობა გადააჭარბებს ყველა ბირჟის მოგებას, მათ შორის Binance-საც.

მედიასთან საუბრის დროს, Wootrade-ის დამფუძნებელმა, ჯეკ ტენმა განაცხადა, რომ პლატფორმისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობა არის, რომელსაც კომპანია სათანადოდ გამოიყენებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ციფრული ვალუტის ბირჟები თანხებს უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ მიმართავენ.

შეგახსენებთ რომ, რამდენიმე თვის წინ კრიპტოვალუტის ბირჟა ZebPay–მ Blockchain-ის ანალიტიკური კომპანიის, Chainalysis–ის გუნდი დაიქირავა, რათა ინდოეთში ბირჟის საქმიანობის მონიტორინგი ჩაეტარებინა.

როგორც ცნობილია, Chainalysis-ი უკვე უზრუნველყოფს თავის მომსახურებებს, “იცნობდე შენს მომხმარებელს”, ZebPay–ის ოპერაციებისთვის სინგაპურში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი