არგენტინის პრეზიდენტი სტაბილკოინის მიღებას მხარს უჭერს

0
1080

არგენტინის პრეზიდენტი სტაბილკოინის მიღებას მხარს უჭერს, მაგრამ ცენტრალური ბანკი აღნიშნულ წინადადებაზე უარს ამბობს.

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა ციფრული ვალუტის მხარდასაჭერად განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რათა ქვეყანამ კრიპტოვალუტა არ მიიღოს.

ადგილობრივ მედიასაშუალებასთან, Caja Negra–სთან ინტერვიუს დროს, ფერნანდესმა უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა ის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შესწავლას, ან თუნდაც ბიტკოინის კანონიერ ვალუტად აღიარებას.

”მე არ მინდა ძალიან შორს წავიდე, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, რომ უარი ვთქვათ”,- განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

არგენტინის წინა პრეზიდენტის, მაურისიო მაკრის ადმინისტრაციისთვის ინფლაცია გადამწყვეტი საკითხი იყო.

არგენტინის მკაცრი ვალუტის კონტროლის მიუხედავად, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიტკოინის როლი გლობალურ ეკონიმიკაში, როგორც ინფლაციის საწინააღმდეგო ბერკეტისა, იზრდება.

შეგახსენებთ, რომ მაისში მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინის საგადასახადო ორგანო ბიტკოინით განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლას ცდილობდა.

არგენტინის საზოგადოებრივი შემოსავლების ფედერალურმა ადმინისტრაციამ ადგილობრივ კრიპტოვალუტის ბირჟებსა და ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ კომპანიებს დაავალა, რომ მომხმარებლების ყველა სახის ოპერაციების შესახებ ანგარიშები მოემზადებინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი