ჩინეთის ერთ-ერთმა კვლევითმა ინსტიტუტმა კრიპტოვალუტების რეიტინგი გამოაქვეყნა

0
1536

ჩინეთის CCID კვლევის ინსტიტუტმა კრიპტოვალუტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, ბიტკოინმა 37 კრიპტოვალუტიდან მე-11 ადგილი დაიკავა.

CCID– ის კვლევითი ინსტიტუტი ჩინეთის ინდუსტრიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება. ინსტიტუტი კრიპტოვალუტების შეფასებას ყოველთვიურად ახდენს.

შეფასება ითვალისწინებს 37 ციფრული ვალუტის განიხილავს და ფასდება ისეთი კრიტერიუმით, როგორიც არის გამოყენების სიხშირე.

უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგში პირველ ადგილს EOS-ი იკავებს. მას მოსდევს ეთერიუმი. მესამე ადგილს კი Tron-ი იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტების მიმართ კეთილგანწყობილი ქვეყნების რიცხვში არ შედის. დღემდე ქვეყნის ცენტრალური ბანკი მიესალმება ჩინეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტის მიმართ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას.

ჩინეთში ციფრული ვალუტებით ვაჭრობა ოფიციალურად აკრძალულია.

თუმცა მიუხედავად ამ ფაქტისა, დაახლებით ერთი წლის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს მიერ სავაჭრო პლატფორმის ოფიციალურად დახურვის შემდეგ, კრიპტო კომპანიებმა გამოსავალი მოძებნეს და საზღვარგარეთ გააგრძელეს საქმიანობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი