Tusk Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორი: Metaverse-ი უნდა დარეგულირდეს

0
851

Tusk Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, ბრედლი ტუსკი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტისა და სოციალური მედიის ეფექტურად რეგულირების წარუმატებლობა არის ნამდვილად კარგი გაკვეთილი იმისა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ Metaverse-ის შემთხვევაში.

ტელეკომპანია CNBC-ის გადაცემაში ტუსკმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ გამოიჩინონ წინდახედულება Metaverse-თან დაკავშირებით. ბრედლი ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ რეგულაციები ჯობია ადრე მიიღონ, ვიდრე დაგვიანებით.

„როგორც წესი, რეგულაციების შემოღებამდე ჩვენი პოლიტიკა ის იყო, რომ ველოდებოდით ტექნოლოგიის დანერგვას, რათა ადაპტირებულიყო ბაზარზე და გამხდარიყო მიმზიდველი. თუმცა, ძალიან რთულია ამის გაკეთება რესტროსპექტივაში.

გარკვეული თვალსაზრისით, Metaverse-ი უკვე მუშაობს. ჩვენ ვიცით მისი პრობლემების შესახებ, რაც უკვე აქვს და რაც შეიძლება შეექმნას კანონთან მიმართებით. ამიტომ რატომ არ უნდა ვიზრუნოთ მათ მოგვარებაზე ახლავე?!”,- განაცხადა Tusk Ventures-ის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ ციფრული ვალუტის სექტორის რეგულირება სულ უფრო და უფრო აქტუალური თემა ხდება აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) განცხადებებში.

Cornerstone Research-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით კი, SEC-მა 2013 წლიდან მოყოლებული სულ 97 დებულება გამოსცა კრიპტო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთაგან 20 გასულ წელს გამოიყენა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი