Facebook-მა შესაძლოა, Libra აღარ გამოუშვას

    Facebook-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ შესაძლოა, კრიპტოვალუტა არასოდეს შექმნას.

    ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

    კომპანიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ი ციფრული ვალუტის გამოშვებას მომავალ წელს აპირებს შესაძლოა, ეს პროექტი საერთოდ აღარ განხორციელდეს.

    დოკუმენტის რისკ-ფაქტორების განყოფილებაში, კომპანია აღიარებს, რომ მარეგულირებლის მხრიდან Libra-ს მიმართ გამოვლენილი რეაგირება მნიშვნელოვანია.

    შეიძლება ითქვას, რომ მარეგულირებელთან ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს Libra-ს წარმატებულად გამოშვების საკითხში.

    ”მარეგულირებელთან, პოლიტიკის შემქმნელებთან და ექსპერტებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია Libra-ს წარმატებისთვის. ეს იყო მთელი მიზეზი იმისა, რომ Facebook–მა გეგმები ადრევე გაამჟღავნა”,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

    შეგახსენებთ, რომ Libra-ს რეგულაციაზე მსოფლიო მასშტაბით მსჯელობა მიმდინარეობს. ამისთვის საფრანგეთში სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა.

    “ჩვენ გვსურს ინოვაცია და რეგულაცია გავაერთიანოთ. ეს არის ყველას ინტერესი”,- Libra-ს რეგულაციასთან დაკავშირებით განაცხადა საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა, ფრანსუა ვილერიო დე გალაუმ.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *