სინგაპურში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის მთავარმა ბირჟამ Crypto.com-მა მიიღო დამტკიცება სინგაპურის სავალუტო ორგანოსგან (MAS). ეს იმას ნიშანვს, რომ Crypto.com-ს ლიცენზია მიენიჭა.
ლიცენზია საშუალებას მისცემს პლატფორმას მთელი რიგი გადახდის სერვისები ქვეყანაში უზრუნველყოს.
ოფიციალურ განცხადებაში კრის მარსალეკმა, Crypto.com-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დაადასტურა კომპანიის ვალდებულება ითანამშრომლოს MAS-თან.
„სინგაპურის სავალუტო ორგანო ადგენს მაღალ მარეგულირებელ სტანდარტებს, რომელიც ავითარებს ინოვაციებს და იცავს მომხმარებლებს. მათი დამტკიცება ჩვენს განაცხადის ასახავს, როგორც სანდო და უსაფრთხო პლატფორმას, რომლის აშენებაზეც გულმოდგინედ ვიმუშავეთ. ჩვენ მოუთმენლად ველით MAS-თან თანამშრომლობის გაგრძელებას და ფესვების გაღრმავებას სინგაპურში”,- აღნიშნა კრიპტოვალუტის ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა.
2019 წელს ამოქმედდა გადახდის მომსახურების აქტი, რომელმაც შემოიღო მცირე და მსხვილი გადახდის დაწესებულებების კატეგორიები. შემდეგი ლიცენზიების მისაღებად საწარმოები ვალდებულნი არიან შეასრულონ მთელი რიგი სამართლებრივი მოთხოვნები და იმოქმედონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის შესაბამისად.