Gemini-მ თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა

0
754

ტეილორ და კამერონ უინკლევოსების მიერ დაარსებული კრიპტო სავაჭრო პლატფორმა Gemini გახდა ის უკანასკნელი ინდუსტრიული კომპანია, რომელმაც ბაზრის არასტაბილურობისა და არახელსაყრელი პირობების გამო უამრავი თანამშრომელი გაანთავისუფლა.

Bloomberg-ი იტყობინება, რომ უინკლევოსების დაარსებულმა კომპანიამ თანამშრომლებისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ თანამშრომლების 10%-ის სამსახურიდან გაშვება მოუწიათ.

ძმებმა განაცხადეს, რომ ბაზრის მიმდინარე პირობები, სავარაუდოდ, გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება, რის შედეგადაც მოსალოდნელია კიდევ მოხდეს თანამშრომლების შემცირება.

თუმცა გამოათავისუფლებული სახელფასო ხარჯები კომპანიის მისიისათვის პრიორიტეტულ პროექტებს მოხმარდება.

„ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვართ ახლა, შეკუმშვის ფაზაში. ამ ყველაფერს მიმდინარე მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური არასტაბილურობაც ემატება”,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უინკელვოსების მიერ თანამშრომლების გაშვება კრიპტო ინდუსტრიაში ჩართული კომპანიებისათვის პირველი არ ყოფილა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი