იაპონიის ბირჟამ “ბიტკოინი ყველას” მარეგულირებლისგან გაფრთხილება მიიღო

0
2424

ტოკიოში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟამ “ბიტკოინი ყველას” იაპონიის საფინანსო სერვისების სააგენტოს ოფიციალური გაფრთხილება გამოაქვეყნა.

საფინანსო სერვისების სააგენტომ გამოსცა ბრძანება კრიპტოსაქმიანობის გაუმჯობესების შესახებ, რომელიც ავალდებულებს კომპანიას ბიზნესოპერაციებში შეასწოროს ნებისმიერი შეუსაბამობა ან ხარვეზი.

აღნიშნული კომპანიის ინსპექტირებისას, როგორც გაირკვა, კომპანიას არ ჰქონდა შექმნილი ეფექტური შიდა მართვის კონტროლის სისტემა, რათა სათანადოდ უზრუნველყო ბიზნესოპერაციები.

იაპონიის საფინანსო სერვისების სააგენტომ ასევე ნახა შეუსაბამო, არაეფექტური ზომები, რომელიც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოქმედებებს და ტერორიზმის დაფინანსების საკითხს ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ მარტში, საფინანსო სერვისების სააგენტომ შვიდ კრიპტოვალუტის ბირჟას, მათ შორის Coincheck-ს გარკვეული ტიპის შენიშვნები გაუგზავნა და დროებით შეაჩერა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები სათანადო და საჭირო შიდა კონტროლის სისტემების გაუმართაობის გამო.

ამ კვირაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის თვითრეგულაციის ორგანოს ძირითადი სტრუქტურა უკვე ჩამოყალიბებული იყო.

ქვეყნის 16-მა ლიცენზირებულმა ბირჟამ საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი იმისკენ, რომ დაადგონის ამ ეტაპზე, თუ რა იქნება იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟის ასოციაციის მიზანი.

როგორც ცნობილია, ასოციაცია შეიმუშავებს საუკეთესო პრაქტიკას და შესაბამისობის სტანდარტებს. ასოციაციის წევრებს აღნიშნული წესების დაცვა მკაცრად მოეთხოვებათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი